“ელენე ხოშტარიას მდგომარეობა საყურადღებოა, ის რეალურად შიმშილობს”- ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის კომიტეტის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემდროას დამფუძნებელთან, ელენე ხოშტარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ხუნდაძე ნინო წილოსანის აზრს არ იზიარებს, რომელმაც თქვა რომ ხოშტარია სახელმწიფოს შანტაჟს ცდილობს, ხუნდაძემ ამასთან დაკავშირებიღ განაცხადა რომ ამას შანტაჟი არ შეიძლება ეწოდოს, თუმცა, ეს ვითარებას ძაბავს.
“ვისაუბრეთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. პოლიტიკურ ასპექტებს არ შევხებივართ, რომ არ გადაგვეტვირთა ქალბატონი ელენე, დამატებითი საფიქრალი არ მიგვეცა კიდევ მისთვის. ნუ, რა თქმა უნდა, მისი მდგომარეობა საყურადღებოა. ამ ვითარებაში, ჩემი, როგორც ადამიანური დამოკიდებულებით, ასევე როგორც ექიმის, ყველაზე საყურადღებო, ქალბატონი ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობაა. გამომდინარე იქიდან, რომ ის რეალურად შიმშილობს და მისი მდგომარეობა დღითიდღე კიდევ უფრო საყურადღებო ხდება”, – ამბობს ის.