ელენე ხოშტარიას პირადი ექიმის, მაია ცანავას თქმით, “დროას” ლიდერის სასიცოცხლო პარამეტრები “ოდნავ” შეცვლილია, თუმცა ნორმის ფარგლებში რჩება.
“ამ ეტაპზე ქალბატონო ელენეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გუშინდელთან შედარებით თავს ოდნავ სუსტად გრძნობს. სასიცოცხლო პარამეტრები ოდნავ შეიცვალა, მაგრამ ნორმის ფარგლებში რჩება. იღებს სითხეს, მედიკამენტებსა და ვიტამინებს არ იღებს. რა თქმა უნდა, დინამიკაში მდგომარეობა შეიცვლება და შესაძლებელია დადგეს საჭიროება დამატებითი კვლევებისა და მედიკამენტოზური მკურნალობის”,– ამბობს ექიმი TV პირველთან საუბრისას.
ცნობისთვის, ელენე ხოშტარია მე-5 დღეა შიმშილობს. ის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.