უკრაინის მეთაური, ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვის რეგიონში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა და კუპიანსკის მიმართულებაზე მებრძოლ უკრაინელ ჯარისკაცებს შეხვდა.
ზელენსკიმ ბრიგადის გენერალთან და სხვა სამხედროებთან ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ მიიღო ინფორმაცია და უკრაინის დამცველებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.
“ყოველთვის დიდი პატივია ჩვენს მცველებთან ყოფნა.
მადლობა, რომ ყოველდღიურად აკეთებთ ასეთ დიდ საქმეს, იცავთ სახელმწიფოს, ჩვენს ოჯახებს, დამოუკიდებლობას, ჩვენს სუვერენიტეტს!” მიმართა ზელენსკიმ სამხედროებს.