პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ არ აინტერესებს, რა კონსულტაციებს გამართავს ნაციონალური მოძრაობა.
ელისაშვილის თქმით, ენმ-ს რევოლუცია უნდოდა, მაგრამ არ გამოუვიდა.
“საერთოდ არ მაინტერესებს “ნაციონალურმა მოძრაობამ” რა კონსულტაციები დაიწყო. ფაქტია, რევოლუცია უნდოდათ, არ გამოუვიდათ და არიან ახლა თავჩაქინდრულები – ვითომ რაღაც კონსულტაციებს იწყებენ. რაც უნდათ იკონსულტაციონ. “ნაციონალები” შემოვლენ თუ არა, საერთოდ არ არის აქტუალური. დარწმუნებული ვარ, თვითონ “ნაციონალების” და ერთი–ორი კინკილა ტელევიზიის გარდა არავის აინტერესებს შემოვლენ თუ არა,”- განაცხადა ელისაშვილმა.