”ელისაშვილი კობახიძეზე უარესია, ყველაზე მეტად ახმოვანებს ხელისუფლებას” – ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ჩაშლილ მოლაპარაკებაზე, ისევე როგორც პირველი ნაბიჯის გადადგმაზე მთავარი პასუხისმგებელი „ქართულ ოცნებაა“.
„ღმერთმა ნუ ქნას, საქართველოში იყოს სიტუაცია, როდესაც პარტნიორები აღარ იტყვიან – მოვუწოდებთ ორივე მხარეს. თუ მეორე მხარე არ იქნება, ჩვენ უკვე საქართველოში კი არა, ბელორუსში ვიქნებით. ასევე, ბრიყვულად გამოიყურება სახელისუფლებო პროპაგანდა, რომელიც ჩაბღაუჭებულია ამ ორივე მხარეზე და უნდა, რამენაირად ხელისუფლების პასუხისმგებლობა სულ მცირე გაუტოლოს ოპოზიციის პასუხისმგებლობას. დემოკრატია მუშაობს ასე – უმრავლესობის პასუხისმგებლობა ცა და დედამიწაა უმცირესობის პასუხისმგებლობასთან შედარებით. ამიტომ, მთავარი პასუხისმგებელი ჩაშლილ მოლაპარაკებაზე, ისევე როგორც მთავარი პასუხისმგებელი პირველი ნაბიჯის გადადგმაზე, „ქართულ ოცნებაა“, როგორც ხელისუფლება. თუ სხვა იქნებოდა ხელისუფლებაში, სხვას მოუწოდებდნენ. დღეს, სამწუხაროდ, „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში და ამიტომ, მათ მოუწოდებენ. მაგრამ, სამწუხაროდ, ყრუ კედელია აღმართული მათ მხრიდან“,- განაცხადა უგულავამ.