“არანაირი შანსი არ ექნება დარწმუნებული ვარ და ვერც ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი იქნება, ისეთი პირი უჩანს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი პარტია ძალიან სერიოზულად ვფიქრობთ, რომ გვყავდეს კანდიდატი, შესაძლოა, მე ვიყო კანდიდატი, ამაზე ვფიქრობთ. საერთოდ, არ მაინტერესებს რას ფიქრობს და რა დასკვნები გამოაქვს მას. ოპოზიციური ერთიანობა ეს არის ბლეფი. ეს იყო ერთადერთი მიზანი სააკაშვილის, რომ თავისი ქოლგის ქვეშ ჰყოლოდა ყველა.
ჩვენთვის ოპოზიციური ერთობა იყო ძალიან კონკრეტული მიზნის მიღწევისთვის საშუალება, ვიღაცისთვის იყო თვითმიზანი და ვისაც ჰგონია, რომ ეს თვითმიზანი, იგივე ბლეფი არის სერიოზული რამ, ეს არის ძალიან მცდარი, რადგან ჩვენ დანარჩენი ოპოზიციისგან, როგორც დაინახეთ, ძალიან ბევრი რამ განგვასხვავებს. ამ განსხვავებულობის გამო გვიჭერს მხარს, ვინც გვიჭერს. მე ვფიქრობ, რომ ჟურნალისტების გარდა არავის აინტერესებს, ოქტომბერში მერობის კანდიდატი ვინ იქნება”
თქვა პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.