ელჩების კონფერენციაზე დასასწრებად საქართველოს პრეზიდენტს მოწვევა არ მიუღია

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ 26-28 დეკემბერს დაგეგმილ ელჩების კონფერენციაზე დასასწრებად საქართველოს პრეზიდენტს მოწვევა არ მიუღია.

თბილისში ყოველწლიური ელჩების კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც დიპლომატიური კორპუსი მიმდინარე წელს აჯამებს და სამომავლო გეგმებზეც მსჯელობენ.