“ელჩის დაბარება დიპლომატიურ ენაზე ნიშნავს, რომ ამ ქვეყანამ გააკეთა რაღაც ძალიან ცუდი და ამაზე თხოვენ ახსნა-განმარტებას. სუს-ის კრებსებიდან ნათლად ჩანს, რომ საპატრიარქო გატენილი არის რუსეთის აგენტებით და ამაზე სახელმწიფოს მხრიდან არანაირი რეაგირება არ ხდება. მაშინ, როდესაც ჩვენ დასავლელ მეგობრებს უსმენენ და არ ვიცი, რაში იყენებენ ამ ინფორმაციას, ეგ აჩვენებს საით მიდის ეს ქვეყანა საბოლოო ჯამში. მე არ ვიცი, სანქციები იქნება თუ მკვეთრ ნაბიჯებს გადადგამს თუ არა დასავლეთი ჩვენი ხელისუფლების და ივანიშვილის წინააღმდეგ, მაგრამ მინიმუმ რაც მოყვება ის არის, რომ ინტერესი დაიკარგება ჩვენი ქვეყნის მიმართ”
ამბობს გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ევროკავშირში საქართველოს ელჩის დაბარებაზე ფორმულასთან საუბრისას.