ემზარ, ჩვენი ძმა ხარ! – ასეთი კომენტარით დაემშვიდობა თანაპარტიელ ემზარ კვიციანს “პარტიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი.
კვიციანმა რატიის დატოვების შესახებ ფეისბუქზე დაწერა. ამავე სტატუსის კომენტარებში გამოეხმაურა ირმა ინაშვილი მის გადაწყვეტილებას:
“ემზარ, ჩვენი ძმა ხარ, ჩვენი უახლოესი მეგობარი ხარ. სადაც მხარდაჭერა დაგჭირდება, ეს ძმობა და მხარდაჭერა ყოველთვის გექნება. სულ ვიტყვი: შენ და შენი ოჯახი უნარჩუნებდით კოდორს საქართველოს. ბევრი ტკივილი გაიარე, საქართველოს გამო. არც ახლაა მსუბუქი დრო, ახლაც ბრძოლაა წინ და ტანჯვაც არ იქნება ნაკლები. ღმერთმა გამარჯვება მოგცეს შენ! ღმერთმა გამარჯვება მისცეს ჩვენს ქვეყანას. ქრისტე არს ჩვენს შორის!, – წერს ინაშვილი.