ემიგრანტების ფორმუზე ირაკლი ღარიბაშვილმა ივანიშვილზე ისაუბრა

ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე “ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის” პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული ოცნების დამფუძნებელზე, ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრა.

მისი თქმით, ივანიშვილი ემიგრაციიდან 20 წლის წინ დაბრუნდა და ქვეყნის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა.

“მე არ შემიძლია არ აღვნიშნო ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი და დამსახურება, რომელიც ასევე იყო დიასპორის წარმომადგენელი, ასევე იყო ემიგრაციაში მრავალი წლის განმავლობაში და შემდეგ, ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ იგი დაბრუნდა სულ რაღაც 20 წლის წინ საქართველოში და უდიდესი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ეს კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს ძალიან დიდი გულწრფელობით”,- თქვა ღარიბაშვილმა.