ენმ იმიტომ დავტოვე, რომ მიშელის შეთანხმებისთვის ხელი მომეწერა – სამადაშვილი

პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ იმის გამო დავტოვე, რომ შარლ მიშელის შეთანხმებისთვის ხელი მომეწერა ამდენად მნიშვნელოვნად მიმაჩნდა მე ეს შეთანხმება – ამ განცხადებით „ქართული ოცნების“ წევრებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა მიმართა.

„შეგიძლიათ შეაჩეროთ უზენაესი სასამრთლოს მოსამართლეების დანიშვის პროცესი. განვიხილოთ მათ შორის ჩვენი ფრაქციის მიერ წარდგენილი ინიციატივები, შევცვალოთ სისტემა და მოსამართლეების დანიშვნა ამის შემდეგ გავაგრძელოთ – როგორც იყო ეს იმ შეთანხმებაში, რასაც ხელი მოვაწერეთ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.