რადიკალურმა ენმ-მ აღიარა დესტრუქციული დღის წესრიგის დამარცხება – ქართული ოცნება

ქართული ოცნება ეხმიანება ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას.

“რადიკალურმა ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელმაც აღიარა თავისი დესტრუქციული პოლიტიკური დღის წესრიგის დამარცხება, ადგილს იკავებს საქართველოს პარლამენტში. თუმცა, ენმ უარს ამბობს, რომ ხელი მოაწეროს ევროკავშირის მედიაციით შექმნილ პოლიტიკურ შეთანხმებას, რომელიც საფუძველია კონსენსუსის პოლიტიკური კრიზისის დასრულებისთვის”,– წერია მმართველი პარტიის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.

პარლამენტში შესვლის და მიშელის დოკუმენტზე ხელის არ მოწერის გადაწყვეტილება ნაციონალურმა მოძრაობამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.