საქართველოს პარლამენტი სრულფასოვნად ამოქმედდება და სულ არ მაინტერესებს, „ნაციონალური მოძრაობა“ შემოვა თუ არა – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გარდუსში“ განაცხადა.
„პოლიტიკური კრიზისი განმუხტულია. „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა კრიზისის რაღაც ტემპერატურა ხელოვნურად იქნებ შეინარჩუნოს. პარლამენტი სრულფასოვნად ასამოქმედებელი რაოდნეობის ხალხი შემოდის. პარლამენტი ისედაც ფუნქციონირებდა და თავის როლს ასრულებდა. არც ერთპარტიული არ იყო, იყო სამპატიული, ახლა კი მეტპარტიული იქნება. ყველა ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ როგორი მავნებელი იყო, ისე მავნებლად დარჩა. არაფერი ამ ხალხს არ შველის. ახლაც მავნებლობენ. გამოხტა სააკაშილი, რომ უპირობოდ უნდა გათავისუფლდნენო. „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველ შეხვედრაზე ხომ ითხოვდა გათავისუფლდესო. სად ნახეს ვაჭრობა. ეს სააკაშილისთვისაა ვაჭრობა. აბა რაღას ითხოვს მოლაპარაკების მაგიდაზე. მოდიხარ, იძახი რომ ერთ-ერთი პუნქტი უნდა იყოს ნიკა მელიასდა რურუას გამოსვლა, თან ამას ვაჭრობას ეძახი? თუ ეს საქმე უღირსად მიგაჩნია, რატომ ითხოვ ყოველ რაუნდზე? „ნაციონალური მოძრაობა“ არის მავნებელი პოლიტიკური ძალა. არაფერი ამ ხალხს არ შველის, არც ოპოზიციაში გადასვლა. სულ უნდათ რომ რაღაც გააფუჭონ“,- განაცხადა ელისაშვილმა