ენმ პარლამენტში ხელმოწერის გარეშე უნდა შევიდეს – ჭიჭინაძე

პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას” ლიდერი დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის შესვლის წინააღმდეგი იყო, თუმცა ახლა ფიქრობს, რომ ისინი უნდა შევიდნენ.

“ყოველთვის ვიყავი წინააღმდეგი ნაციონალური მოძრაობის შესვლის, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ დღეს საპარლამენტო ოპოზიცია, ე.წ. ხელმომწერი იმდენად სუსტად და უსუსურად  გამოიყურება, რომ მე ვთვლი, ხელმოწერის გარეშე უნდა შევიდეს ენმ. ამ ამნისტიის მუხლზე არ უნდა მოუწეროს ხელი.

“თხოვნა იქნება, ნიკა მელიაც შევიდეს ერთი შესვლა იმ ადამიანებს, ვინც ორჯერ მოუხსნეს იმუნიტეტი, რა პასუხი ექნებათ, რატომ იჭერენ ამ ადამიანს, რა პირადი ბოღმა აქვთ მისი ასეთი?! დარბაზში მინდა, რომ  დაუსვას ეს კითხვა და მერე ჩახედოს თვალებში”,– ამბობს ჭიჭინაძე ტვ პირველის ეთერში.

მანვე აღნიშნა, რომ დღეს პარლამენტში წარმოდგენილი ოპოზიციით, არასაპარლამენტო ოპოზიციაც ზიანდება.