,,ქართული ოცნების” ლიდერი, გია ვოლსკი, ევროპარლამენტარი მაიკლ გალერის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ის ნაციონალური მოძრაობის მოკავშირეა.
“ევროპელ პარლამენტართან ან სენატორთან დაპირისპირების ატმოსფეროს შექმნა, რასაკვირველია, საქართველოში პოლიტიკურ ველს აზიანებს და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ვიყოთ მაქსიმალურად კონსტრუქციულები, მაგრამ ყველამ იცის, რომ ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი, პრაქტიკულად, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი მოკავშირე ევროპელია”,- განაცხადა ვოლსკიმ.
8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი დღეს გამოეხმაურა და თქვა, რომ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის პოლიტპატიმრების გათავისუფლება აუცილებელია.
„ყველა პარტიამ უნდა დაიცვას რვა მარტს მიღებული შეთანხმების ტექსტი და სულისკვეთება. ეს იქნება ლაკმუსის ტესტი ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეალური მიზნების გამოსავლენად. ისინი ტესტავენ საქართველოს დასავლელი მეგობრები ელოდებიან თუ არა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. დიახ, ელოდებიან. ეს აუცილებელია, თუ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს”,- დაწერა მან ტვიტერზე.