“სამწუხაროა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” პოზიცია სრულად ემთხვევა “ქართული ოცნების” პოზიციას ამ შემთხვევაში. ყველა მექანიზმის გამოყენება, რომელიც ამხელს არსებულ დანაშაულებრივ სისტემებს, ძალიან მნიშვნელოვანია და, აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციაში მყოფ კოლეგებს, კარგად დავფიქრდეთ. რეგლამენტით შესაძლებელია ამ სხდომის დანიშვნა და სუსი ხელმძღვანელის მოსვლა. რატომ არ სურს ეს “ქართულ ოცნებას” – იმიტომ, რომ ამ კითხვაზე პასუხი არ აქვთ და ეშინია მხილების. მე ყველაზე მეტად ის მაოცებს, ამ მხილებაზე რატომ ამბობს უარს ნაციონალური მოძრაობა”

ამბობს “მესამე ძალის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ლილუაშვილის პარლამენტში დაბარებაზე. ცნობისთვის, “ლელოს“ ინიციატივააა, რომ ოპოზიციამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვიოს და დაიბაროს სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი. ნიკა მელიას თქმით, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები “ივანიშვილის თავყრილობაში” მონაწილეობას არ მიიღებენ, რადგან მათი უმრავლესობა ველზეა გასული და არ სცალია.