თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს იყენებს იმისთვის, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნას.
მისივე განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინფიცირდეს.
„ნაციონალური მოძრაობა“ მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში შექმნას არეულობა თავისი განცხადებებით, თავისი ქმედებებით, თუნდაც ამ ეპიდემიოლოგიურ რთულ ვითარებაში იმის მაგივრად, რომ ყველა ერთად ვიყოთ და გვერდში დავუდგეთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, თავისი ქმედებებით, ასე ჩანს, ყოველ შემთხვევაში, რომ მათ სურთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინფიცირდეს ქვეყანაში, იყოს უმძიმესი მდგომარეობა და ა.შ“, – განაცხადა კახა კალაძემ.