ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, პარტიის პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა, რომ “პარტიის ცენტრალური საკითხი არის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა”, ამიტომ პარტიის უკლებლივ ყველა აქტივობა ამას დაუკავშირდება.
მისი თქმით, ექსპრეზიდენტი უნდა გადაიყვანონ სამკურნალოდ ქვეყნის ფარგლებს გარეთ , რადგან მისი განკურნება საქართველოში შეუძლებელია.
მელია აღნიშნავს, რომ 5 მარტამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საპროტესტო აქტივობები გაიმართება, 5 მარტს, 17:00 საათზე კი რუსთაველზე აქციას მოაწყობენ.