“ეს უფრო იმას ჰგავს, რომ ნაციონალური მოძრაობა ჩიხში შევიდა. არ იცის, რა გააკეთოს. ის ბრალდებები, რომელიც ჩვენ გვესმოდა მიხეილ სააკაშვილის დედისგან, ბიძისგან, ოჯახის წევრებიგან, რომ ნაციონალური მოძრაობა უფრო აქტიურად უნდა ჩართულიყო ამ თემაში, ვფიქრობ, ეს ამის გამოძახილია. შიმშილობა უკიდურესი ფორმაა და ამ გზას მიმართეს, რადგან სხვა გზას ვერ აგნებს ენმ, იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც შენ გინდა ქვეყანაში რაღაც შეცვალო და პროტესტი მძაფრი იყოს… […]

ხელისუფლება მიხვდა, რომ ის მუხტი, რაც უნდა ყოფილი, არ არსებობს, რადგან არასწორად წავიდა ოპოზიცია თავის ქმედებებში. არ შეიძლება შენ რადიკალურ ცვლილებებს ითხოვდე და პარლამენტშიც იჯდე, მოლაპარაკებებშიც მონაწილეობდე, შერიგების პროცესზეც დადიოდე, ანუ, ვეღარ გაერკვა. როცა ხალხი ამას უყურებს, მათთვის რთულია მხარდაჭერა. შენ შეიძლება მეძახი პროტესტის გამოსახატად, მაგრამ ამ დროს გხედავ, რომ შამპანურის ბაკლით დგახარ პრეზიდენტთან და მზად ხართ, გარიგებებშიც შეხვიდე”

ამბობს “ტრიბუნას” ლიდერი, დავით ჭიჭინაძე მასობრივი შიმშილობის გამოცხადებაზე TV კავკასიის გადაცემაში “პოლიტიკა არჩილ გამზარდიასთან ერთად”.