“ნაციონალური მოძრაობის” ახალი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტია პარლამენტში მუშაობას აღარ გააგრძელებს.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ხვალ ყველას ელოდებიან დედაქალაქში, რადგან მთავარი საპროტესტო ცენტრი სწორედ თბილისი იქნება.
„ნაციონალურ მოძრაობას“ კონკრეტული გადაწყვეტილება აქვს მიღებული, ეს ძალიან კარგად უნდა დაიმახსოვროს ბიძინა ივანიშვილმა. და მისმა მარიონეტულმა რეჟიმმა. ამ წუთიდან „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირებს არ ექნებათ არანაირი მოსვენება, ამ ბრიფინგის დასრულების შემდეგ, ამას პრემიერი ღარიბაშვილი პირველი იგრძნობს.
ხვალიდან „ნაციონალური მოძრაობა“ გადადის საგანგებო რეჟიმზე. მივმართავ რაიონული საქალაქო ორგანიზაციის პარტიის თავმჯდომარეებს, „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოების ფრაქციის თავმჯდომარეებს, წევრებს, ხვალ ყველას ველოდებით დედაქალაქში. მთავარი საპროტესტო ცენტრი იქნება დედაქალაქი. ასევე დაიგეგმება მათთან ერთად რეგიონებსა და რაიონებში აქტივობები.
მესამე და მნიშვნელოვანი, „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებას აღარ აპირებს“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.