ენტონი ბლინკენი დარწმუნებულია რომ უკრაინას შეუძლია რუსეთთან ომში გამარჯვება

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინიკენი დარწმუნებულია რომ უკრაინას რუსეთთან ომში გამარჯვება შეუძლია და აცხადებს რომ ომი ისე არ წავიდა როგორც ეს ვლადიმერ პუტინს ჰქონდა დაგეგმილი. ამის შესახებ მან BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

“თუ მოსკოვის განზრახვაა, რომ რამენაირად დაამხოს ხელისუფლება და დასვას მარიონეტული რეჟიმი, 45 მილიონი უკრაინელი ამას ნებისმიერი შესაძლო გზით წინააღმდეგობას გაუწევენ.

ომი ისე არ წავიდა, როგორც პუტინს შეიძლება ჰქონოდა დაგეგმილი”. – დაამატა ბლინკენმა.