თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ATV-სთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი შესაძლოა 27 აპრილს ეწვიოს თურქეთს, რათა დაესწროს როსტომის მიერ აშენებულ თურქეთის პირველი ატომური ელექტროსადგურის გახსნას.
„პუტინს შეუძლია 27 აპრილს თურქეთში ჩამოფრინდეს გახსნის ცერემონიალზე, ან დაესწროს ცერემონიას ონლაინ“, – თქვა ერდოღანმა.
17 მარტს ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ვლადიმერ პუტინის, ასევე ბავშვთა უფლებების კომისრის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი გასცა. მათ ბრალი ედებათ ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში უკრაინელი ბავშვების უკანონო ექსპორტში.
თურქეთი არ არის იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც მოახდინეს რომის სტატუტის რატიფიცირება და ამიტომ არ ცნობს სასამართლოს გადაწყვეტილებას.