ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 13 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება.
“ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თადაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ლუჰანსკის ოლქის სტელმახივკას, ჩერვონოპოპივკას და დონეცკის ოლქის სოლედარის, კრასნა ჰორას, პიდჰოროდნეს, ბახმუტის, კლიშივკას, ვოდიანეს, პერვომაისკეს, კრასნოჰორივკას, მარინკას, პობედას და ნოვომიხაილივკას დასახლებულ პუნქტში”, – ნათქვამია განცხადებაში.