11 ნოემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით რუსულმა ჯარებმა უკრაინულ ობიექტებზე 148 სარაკეტო შეტევა განახორციელეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილემ, ოლექსი გრომოვმა განაცხადა.
“11 ნოემბრიდან, მტერმა 148 სარაკეტო დარტყმა განახორციელა, მათ შორის 111 სარაკეტო თავდასხმა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე 15 ნოემბერს. რუსეთმა გამოიყენა 26 კამიკაძე დრონი ჩვენი ჯარების პოზიციებზე ხუთი დასახლების რაიონში და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ”, – თქვა მან.