ლაზარეს და თორნიკეს კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ნაფიც მსაჯულთა უფლების გაფართოების საკითხმა. იმის გათვალისწინებით, რომ მოსამართლეების მიმართ ნდობა ფაქტობრივად არ არსებობს, ხელისუფლება კი დაინტერესებულია მარტის აქციების გაშავებით, ლაზარეს წინააღმდეგ უკვე კარგა ხანია კამპანიას მართავს კვაზი-რელიგიური, ჰომოფობიური დროშით, ასეთ სიტუაციაში საფიქრებელია, რომ ლაზარეს და თორნიკეს სამართლიანი სასამართლოს უფლება გარანტირებული არ ექნებათ. ამ ყველაფრის დასაბალანსებლად საჭიროა ნაფიცები მსაჯულთა ინსტიტუტი.
ჩვენ ვერ ვენდობით სასამართლოს, ვერ ვენდობით ხელისუფლებას, ერთადერთი, ვინც დარჩა, ვის მიმართაც რაღაც ნდობა შესაძლოა გვქონდეს არიან ისევ საქართველოს მოქალაქეები. სწორედ ამიტომ, ვეთანხმებით ილიას სიტყვებს, რომ განსაჯოს სინდისმა ერისა. ეს არის ერთადერთი მექანიზმი, როდესაც სასამართლოს მიმართ სრული უნდობლობის პირობებში მოქალაქეს დაიცავს ხელისუფლების თავგასულობისგან, ამიტომ ვემხრობით ნაფიცთა უფლების გაფართოებას.
უახლოეს ხანში ვითხოვთ, რომ კონკრეტულად იმ მუხლებზე გაფართოვდეს, რომლითაც განხილულია ლაზარეს და თორნიკეს საქმე, მაგრამ ჩვენი სამომავლო პოლიტიკა ითვალისწინებს კიდევ უფრო გაფართოებას და თითქმის ყველა მუხლის მოცვას, რაც ითვალისწინებს პატიმრობას.