ერთადერთი, რაც პროცესს აკლია, პოლიტიკური ნებაა, რომ პოლარიზაცია დასრულდეს – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
„მნიშვნელოვანი ამ სიტუაციაში ის არის, რომ 19 აპრილის შეთანხმება მიღწეულია პოლიტიკური ლიდერების და პარტიების მიერ, რომელიც ასახავს იმ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს და რეფორმებს, რაც ქვეყანამ უნდა გადადგას იმისთვის, რომ გააძლიეროს საკუთარი დემოკრატია, ეკონომიკა და სხვადასხვა სფერო. არსებობს ყველანაირი მექანიზმი, ამ შეთანხმებაში მოცემულია გზამკვლევი და ორიენტირი იმისა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს რეფორმები. ერთადერთი, რაც ამ პროცესს აკლია, ეს გახლავთ პოლიტიკური ნება, რომ პოლარიზაცია დასრულდეს საზოგადოებაში და ქვეყანაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დეგნანმა.