არის 2 კანონპროექტი რასაც ვსაუბრობ. ერთი არის ზუსტად იგივე აბსოლუტურად იგივე, სიტყვა-სიტყვით, რაც არის ამერიკაში და არ ვიცი, ახლა ამერიკაში თუ რუსულ კანონპროექტებს იღებენ ეს ჩემთვის სიახლეა, არ ვიცი, ამაზე ალბათ განმარტებებს გააკეთებენ. მე არ მაქვს ინფორმაცია, მე არ მგონია, რომ ამერიკაში რუსულ კანონპროექტებს იღებდნენ, მეორე კანონპროექტი, რომელიც არის გაცილებით ლიბერალური, რომელიც არანაირად არ მოდის წინააღმდეგობაში ადამიანის უფლებებთან და ერთადერთი რასაც მოითხოვს არის გამჭვირვალობა. ამერიკული გაცილებით ხისტი და მძიმეა, იქ არის სისხლის სამართლის დანაშაულებზე, სხვადასხვა რაღაცებზე და ა.შ. არ შევალ ამ დეტალებში. რა შუაშია საერთოდ სანქციები აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლის მიღებაც ხდება საქართველოს პარლამენტში, აბსოლუტურად გაუგებარია.
განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ პარლამენტში ინიცირებული რუსული კანონის შესახებ.