საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ უკვე ერთი თვეა რაც “ვივა მედში” მყოფ მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შესვლას და მის მონახულებას ცდილობს, თუმცა ნებართვას არ აძლევენ.
გიორგი მარგველაშვილმა ამის შესახებ “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.
“1 თვეა ვცდილობ შევიდე [სააკაშვილთან], ვნახო და არ მაძლევენ ნებართვას. მინდა რომ ვნახო, რადგან ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა მეკითხება მის თაობაზე და მინდა პირველწყაროსგან ვიცოდე. ეს არის ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა და პუტინისთვის იმის ჩვენება, რომ, რასაც მიშას დაჰპირდა, იმას ქართველების ხელით უსრულებს”, – თქვა გიორგი მარგველაშვილმა.