საპატიმროში მყოფი პოლიტიკოსი გოგი წულაია ციხიდან განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, წინასწარი პატიმრობა 2 თვით გაუხანგრძლივეს, რის შემდეგაც პროკურორსა და მოსამართლეს “დედა მოუკითხა”.
მისი თქმით, ერთი კვირაა შიმშილობს და არ იღებს მედიკამენტებს.
“10 მაისის სასამართლო პროცესზე, რომელიც წინასწარ იყო დაგეგმილი, შოთაძის მონა პროკურორმა და მურუსიძის მონა მოსამარათლემ წინასწარი პატიმრობა ორი თვით გამიხანგძლივეს, რომლის შემდგომ ვეღარ მოვითმინე და დედა მოვუკითხე , ორივე ძალიან მოწადინებული იყო ჩემი დაჭერით და ამ ფაქტის მერე რას იზამენ ხომ წარმომიდგენია..
მივიღე გადაწყვეტილება უკვე ერთი კვირაა ვშიმშოლობ, არ ვიღებ არც მედიკამენტებს , მოთხოვნა ერთია გამიკეთონ აცილება მოსამარათლეზე და ასევე პროკურორზე , რომელიც ჩემ დაჭერისას მონაწილეობას იღებდა ჩემს წამებაში და ღირსების შელახვაში”,- აცხადებს გოგი წულაია.