ერთი პიროვნება მემუქრებოდა, ინვალიდის ეტლში ჩაგიცხრილავ შვილსო – სანდრო ბრეგაძე

პარტია ქართული მარშის ლიდერი შსს–ში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მისი თქმით, პოლიციას მის მიმართ განხორციელებული მუქარის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ბრეგაძე აცხადებს, რომ მას უკავშირდებოდა პიროვნება, რომელიც შვილის “ჩაცხრილვით” ემუქრებოდა.

“დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ერთი და იგივე პიროვნება ღამის საათებში მიკავშირდებოდა და მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. მას შემდეგ, რაც ის ჩემი ინვალიდი შვილის ჩაცხრილვით დამემუქრა, ინვალიდის ეტლში ჩაგიცხრილავ შვილსო, რა თქმა უნდა ამაზე ვუპასუხე უწმაწური სიტყვებით. მან ეს ჩაიწერა და შემდგომში მოიტანა პოლიციაში.

ისინი ელოდებოდნენ, რომ მე მათ მივაყენებდი ფიზიკურ შეურაცხყოფას. როდესაც ამ პიროვნებამ ვერ მიაღწია ჩემგან შესაბამის რეაქციას, დაწერეს განცხადება პოლიციაში, რომ თითქოს და მათ ეშინიათ ჩემი. მოხდა რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღის ამოღება, რომ მე არ მივაყენო რაიმე ზიანი იმ პროვოკატორ ვინმე დოლენჯაშვილს, რომელსაც დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ სოკარისგან აქვს ფული აღებული”,- აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

ჯერჯერობით შსს–ს დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.