“რამდენი რამე სასწრაფოდ არის გასაკეთებელი. პირველი – პოლიტიკური შეთანხმება, რაც ჩვენმა მოკავშირეებმა ბალტიის რესპუბლიკებმა, სამწუხაროდ, ვისაც ჩვენზე გაცილებით მეტი ჭკუა და გამოცდილება აღმოაჩნდა 90-იანი წლების დასაწყისში გააკეთეს. მეორე – ნული სიურპრიზები საგარეო პოლიტიკაში. და საერთოდ, ჩვენ მოკავშირეებზე ნუ ლაპარაკობენ ის ადამიანები, ვისაც ეს ან არ ხელეწიფება, ან მათი საქმე არ არის, ან განათლება და ჭკუა არ ჰყოფნით იმისთვის, რომ თავისი ნათქვამის შედეგი განსაზღვროს.

ეკონომიკური განვითარება სახელმწიფოსი – ჩვენ თუ საქართველოს მოქალაქე სიღარიბისგან და სიდუხჭირისგან გაგვექცა საზღვარგარეთ, აღარც ნატო დაგვჭირდება და აღარც ევროპის კავშირი, შეიძლება, ეს სახელმწიფოც დავკარგოთ. აუცილებელია აბსოლუტურად მთელი ყურადღების გადატანა ბავშვებზე და ქალებზე, რადგან ჩვენი დემოგრაფიული კატასტროფის ერთადერთი საშველი ეს არის. ჯანდაცვის პრიორიტეტი უნდა იყოს ბავშვები და ქალის ჯანმრთელობა.

ერთი პოლიტიკური გუნდი ჩარჩენილია წარსულში, მეორე პოლიტიკური გუნდი წარსულის შეცდომებზე ვერ სწავლობს – ჩვენ თუ ეს გავაგრძელეთ, დავკარგავთ სახელმწიფოს და ისტორია მეტ შანსს არ მოგვცემს.

ამიტომ, მთელი დაგროვილი პროტესტი, კოვიდიდან დაწყებული, ეკონომიკიდან დასრულებული, მობრზანიდით არჩევნებზე და ვისაც გინდათ, იმას მიეცით ხმა, მაგრამ ისე არ აღმოჩნდეს, რომ არ აღმოვჩნდეთ იმ ჯადოსნულ წრეში, სადაც დავდივართ 30 წელია”

თქვა ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა თავმჯდომარემ, “მესამე ძალის” წევრმა გრიგოლ ვაშაძემ.