“საქართველოში მოვლენები არ ვითარდება ისე, როგორც ეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნას შეეფერება. ჩვენ განვიხილავთ, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს საქართველოს მთავრობის მიერ ოპოზიციის წინააღმდეგ გამოყენებულ რეპრესიებს. ევროკავშირის მხრიდან ერთი შესაძლებლობაა სანქციები, მეორე კი უვიზო რეჟიმის შეზღუდვა. ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს. ჩვენ ვართ 27 დემოკრატიული სახელმწიფოს გაერთიანება, ამიტომ ამას გარკვეული დრო სჭირდება.

ჩვენ წარვადგინეთ იმ პირების სია, რომელთა მიმართაც სანქციების დაწესება განიხილება, რადგან ისინი ძალადობრივ ქმედებებს ახორციელებენ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. ასევე წარვადგინეთ უვიზო რეჟიმის საკითხი. საჭიროა ყველა ქვეყნის თანხმობა.”

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.