”საქართველოში ტირანიის რისკი არ არის იმიტომ რომ ერთპარტიული მმართველობა არ ნიშნავს ტირანიის რისკს. ერთპარტიული მმართველობა არის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სხვა ქვეყნებშიც და იქ ტირანია არაა. ”
ასე ეხმაურება, ”ქართული ოცნების” დეპუტატი, ნიკოლოზ სამხარაძე, საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას. კელი დეგნანმა დღეს განაცხადა, რომ “ერთი პარტია როცა მართავს ყველაფერს, უმრავლესობის ტირანიის რისკი იქმნება”.