“ერთხელ წყნარად ვერ წავედი საზღვარგარეთ“–ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი 9 ივნისს გაიმართება

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი 9 ივნისს განახლდება. ამის შესახებ ოქრუაშვილი ფეისბუქზე წერს:
“ის-ის იყო, ჭიჭე ვაშაძის და ხაზარაძის მოსაქმულის გამო, პოსტების წერაში შემოქმედებითი კრიზისი დამეწყო, რომ უცბად გამოჩნდა ბიძინა და ახალი სტიმული მომცა – კრუაზეტზე სეირნობა დიდხანს არ გაგიტკბეს და დროზე ჩამოდი, 9 ივნისს სასამართლო პროცესი ჩაგინიშნეთო.
ერთხელ წყნარად ვერ წავედი საზღვარგარეთ ამათი გადამკიდე.“– წერს ირაკლი ოქრუაშვილი ფეისბუქზე.
ამჯერად ოქრუაშვილი ბუტა რობაქიძის საქმეზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით სამართლდება, როგორც ყოფილი შს მინისტრი.