ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა, ვიცეპრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ბრიფინგზე დაადასტურა.

”კი, პაპუნა ლეჟავამ მაცნობა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით რომ დაწერა განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით. სამწუხაროა კარგი პროფესიონალია, მუშოაბდა ამდენი წელი ეროვნულ ბანკში. იმის თქმა მინდა რომ შეიძლება სხვადასხვა პიროვნებას ჰქონდეს თავისი შეხედულება ამა თუ იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მაგრამ ჩემთვის ეჭვგარეშეა რომ როცა საქმე ეხება ეროვნული ბანკის მიერ საქართველოს კონსტიტუციის აღსრულებას და მასთან შესაბამისობას და საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვას, აქ ორი აზრი არ უნდა არსებობდეს.”-აცხადებს ნათია თურნავა პაპუნა ლეჟავაზე.