“არა, არ ვფიქრობ”- ასე პასუხობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ჟურნალისტის კითხვას, უნდა გადადგეს თუ არა ის თანამდებობიდან ლარის მკვეთრი გაუფასურების გამო.
გვენეტაძე ლარის გაუფასურებას მხოლოდ საგარეო ფაქტორებით ხსნის.
“თუ ეკონომიკური თვალსაზრისით შევხედავთ, მნიშვნელოვანი იყო, თუ რა გამოწვევები იყო ამ პერიოდში, ძალიან ბევრი გამოწვევა იყო. ჯერ ნავთობის კრიზისი იყო, ნავთობის ფასების დაცემა 2014-15 წელს, რომლის ეფექტიც დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდა. ამის შემდეგ იყო ლირის გაუფასურება 2018 წელს – საკმაოდ დიდი გაუფასურება. მოგეხსენებათ, რომ თურქეთი საკმაოდ მოწყვლადი ქვეყანაა ამ მხრივ და ვერ გამოირჩევა მაინცდამაინც კარგი მენეჯმენტით.
ამის შემდეგ იყო 2019 წელი, ძალიან მძიმე, პანდემიამდე, როდესაც აიკრძალა ფრენები რუსეთის ფედერაციიდან. მანდ მოხდა კურსის გაუფასურება, შემოსავლების შემცირება მოხდა და შემდეგ პანდემია. ამიტომ, საკმაოდ ბევრი მიზეზი იყო კურსის გაუფასურებისთვის”.- ამბობს გვენეტაძე რუსთავი 2–ის ეთერში.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის ცნობით 1 დოლარს ღირებულება ხვალ 3.4529 ლარი ეღირება.