საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, ილია თეზბიტელისა და ილია მართლის ხსენების დღე მიულოცა.
მისი თქმით, ქვეყანამ მსოფლიო განსაცდელით პატრიარქის ლოცვა–კურთხევითა და ხელისუფლების ერთიანობით შეძლო.
“ერს, რომელსაც ასეთი [ილია მეორე] სულიერი ლიდერი ჰყავს, განსაცდელი ვერ მოერევა. დღეს იცით, რომ მსოფლიო განსაცდელშია. მსოფლიო შეცვალა ამ განსაცდელმა. არაერთი ადამიანი დაიღუპა. ბევრი სასოწარკვეთილებაშია თუმცა ჩვენ, ღვთის მადლით და პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ხელისუფლების, ეკლესიის და ხალხის ერთიანობით შევძელით და საქართველომ შეძლო ამ განსაცდელთან გამკლავება. ჩვენ მადლიერნი ვართ პატრიარქის, მადლიერი ვართ ეკლესიის ამ თანადგომისათვის”,– თქვა არჩილ თალაკვაძემ.
თალაკვაძე დღეს სამების საკათედრო ტაძარში წირვა–ლოცვას დაესწრო.