“ეს ადამიანი არის აუშვიცის მწამებელი ნაცისტი ასიათასობით ბავშვის მოვლინების ამკრძალავი “- ასე ეხმაურება ტელეკომპანია “მთავარის” გენერალური დირექტორი იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც თუ ქორწინებიდან 1 წელი არ არის გასული, ქალი ინვიტრო განაყოფიერებას ვეღარ შეძლებს.
“ეს ბიოტერორიზმი რას ნიშნავს?! ჯერ, რა ანტიკონსტიტუციური აკრძალვაა, რომ არ ვთქვათ, არაადამიანური?!
ჯერ ერთი, იქნებ სულ არაა ქალი ქორწინებაში და არსაიდანაა ერთი წელი დასათვლელი, და ამ დროს რა ხდება, საერთოდ ვერ გააჩენს ინ ვიტრო გზით? – ვერაო, გვპასუხობს, ქალი ინვიტრო განაყოფიერებას ვეღარ შეძლებს თუ ფაქტობრივ თანაცხოვრებაში არ არის კაცთან და ამას ვერ დაამტკიცებს ნოტარიუსთან. ანუ, მარტოხელა ქალს, სპერმა ბანკის მეშვეობით შვილის გაჩენა საერთოდ აუკრძლა!!!! და თუ არ ყავს პარტნიორი კაცი, საერთოდაც თუ ლესბოსელია და არც უნდა რომ ყავდეს?!
ან ქორწინებიდან ერთი წელი რას ნიშნავს? ხანდაზმული წყვილებისთვის ყოველ დღეს შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ქონდეს ინ ვიტრო განაყოფიერებისას?!
ეს ადამიანი არის აუშვიცის მწამებელი ნაცისტი, სულით დამპალი მყაყი, პოტენციურად ასიათასობით ადამიანის ბედნიერების მომსპობი და ასიათასობით ბავშვის ამ ქვეყნად მოვლინების ამკრძალავი თავისი ერთი ხელმოწერით!”- წერს ნიკა გვარამია.
ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანების თანახმად, თუ ქორწინებიდან 1 წელი არ არის გასული, ქალი ინვიტრო (ხელოვნურ) განაყოფიერებას ვეღარ შეძლებს. შესაბამისი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში 25 აგვისტოს გამოქვეყნდა. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესში ცვლილებები 2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდება.