“ეს გადაწყვეტილება, როგორც ყველა სხვა გადაწყვეტილება, რომელიც ეხება აეროპორტს, ოჩამჩირეს, ეს ყველაფერი არის არალეგიტიმური, არალეგალური და ეს არის ხალხის ნების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება.
ეს არის ჩვენი მიწები, ჩვენი აეროპორტი, ჩვენი პორტი, ყველასი ერთად. ამიტომ, ეს არის ჩვენი დასაცავი და ჩვენი დაცვა არის საერთაშორისო არენაზე, რომ იქ ყოველთვის გავაპროტესტოთ, რომ ეს არალეგიტიმური ნაბიჯები არ გახდეს რაღაც დე ფაქტო ნაბიჯები”
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების შესაძლო გადაცემის საკითხს ეხმაურება და გადაწყვეტილებას არალეგალურსა და არალეგიტიმურს უწოდებს.