“დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრას ეხმიანება. მისი თქმით, რუსულ-ქართულ ურთიერთობებში მთავარი ხელისშემშლელი არის ხელისუფლების უუნარობა.
“რუსულ-ქართულ ურთიერთობებში მთავარი ხელისშემშლელი არის ხელისუფლების უუნარობა. ხელისუფლება რომ უუნარო არ იყოს, არც სიძულვილის ენა იქნებოდა, რადგან თუ იქნებოდა რაიმე ტიპის პოზიტივი ან თუნდაც პოზიტივის მოლოდინი, რომელიც ხელისუფლებამ უნდა შექმნას, მაშინ სიძულვილის ენაც ნაკლები იქნებოდა. ასე რომ, როცა გყავს უუნარო ხელისუფლება, მას უნდა მოსთხოვო პირველ რიგში პასუხი. ეს არის მისი პასუხისმგებლობა და ვერაფერს უკეთესობისკენ ეს ხელისუფლება ვერ შეცვლის. ეს არის მონური სულის, ვასალური სულის ხელისუფლება, რომლისთვისაც მთავარია ფული. ასე რომ, მე არ ველოდები ამ ხელისუფლების ხელში არაფერს პოზიტიურს ქვეყნისთვის”, – განაცხადა ბურჯანაძემ “საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.