ეს არის პასუხი პროვოკაციაზე – ასე ეხმაურება კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი, რუსეთის ფედერაციიდან აშშ-ს ელჩის მოადგილის, ბარტ გორმანის გაძევებას.
“რაც შეეხება ამერიკელი დიპლომატის გაძევებას, ეს არის საპასუხო ზომა, და კიდევ ერთხელ – ეს არ არის ზომა, რომელიც არის რაიმე მაპროვოცირებელი აქტი. ეს არის პასუხი პროვოკაციაზე”, – განაცხადა პესკოვმა.