ეს არის პირდაპირი დარტყმა ქართულ ოცნებაზე – ბორის ჩელე ყურუა აშშ-ს გადაწყვეტილებაზე

ქართველი ხალხი უნდა იყოს მადლობელი თავისი სტრატეგიული პარტნიორის, რადგან ეს არის პირდაპირი დარტყმა ქართულ ოცნებაზე და იმ ხელისუფლებაზე, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს.

შესაბამისად, ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ თუ ჩვენ გვეყოლება ნორმალური ხელისუფალი, არ გვექნება ერთპარტიული მმართველობა, ჩვენს ხელისუფლებაში არ იქნებიან დასანქცირებული ადამიანები, მაშინ ჩვენი და აშშ-ს ურთიერთობა წავა წინ.

ასე ეხმაურება გირჩი-მეტი თავისუფლების წევრი ბორის-ჩელე ყურუა აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურმა თანაშემწის  და თეთრ სახლში შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსი დირექტორის, მაიკლ კარპენტერის განცხადებას.