“რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირი ზეწოლა დამოუკიდებელი სტრუქტურის ხელმძღვანელზე, ამ შემთხვევაში, ქალბატონ ნათია თურნავაზე… ადამიანი, ვინც პირველი უნდა იყოს, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციას უნდა იცავდეს, ყველაფერს აკეთებს, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს ჩვენს კონსტიტუციას, პატივს არ სცემს კანონებს, რა თქმა უნდა, ამ ადამიანის მიმართ ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება და ის განცხადებები, რაც მოვისმინეთ, ძალიან მძიმეა და ცუდია. რაც გინდათ, ის დაარქვით, ყველაფერი ცხადია, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ხედავს რეალურად, თუ როგორ მოქმედებს ქვეყნის პრეზიდენტი კონსტიტუციასთან მიმართებაში, თუნდაც დამოუკიდებელ უწყებასთან მიმართებაში, ეს არის სამწუხარო რეალობა, თუმცა ყველაფერი დალაგდება და იქნება ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“
ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს ეხმაურება.