ეს არის “ქართული ოცნება 2” – ხაზარაძე გახარიას პარტიაზე

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ გახარიას პარტია “საქართველოსთვის” არის “ქართული ოცნება 2”.

მისივე განცხადებით, გახარია თავად არის პასუხისმგებელი დანაშაულებრივ კორუფციულ გარიგებებზე.

“ცოტა ცინიკურია, როცა პარტიის, რომლის პრემიერიც, ეკონომიკის მინისტრიც, ომბუდსმენიც, შინაგან საქმეთა მინისტრი ხარ და ასევე ორი-სამი თვის წინათაც, პირველი ნომერი იყავი და დღეს აკრიტიკებ, რომ თურმე ქვეყანაში კორუფცია და ნეპოტიზმია.

ვფიქრობ, რომ იგი არის ამ სისტემის ნაწილი და ასევე პასუხისმგებელი იმ დანაშაულებრივ კორუფციულ გარიგებებზე და ბევრი პრობლემის შექმნაზე, რომელიც ამ ქვეყანას შეექმნა. ამიტომ ნამდვილად არ მინდა, რომ ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ შეცდომაში შევიდეს. თუ ეს სისტემა არ გავისტუმრეთ, რომელმაც ეს ქვეყანა გააჩერა და პრაქტიკულად მიიყვანა უკიდურეს მდგომარეობამდე, ამ ქვეყანას სერიოზული მომავალი არ ექნება”, – განაცხადა ხაზარაძემ.