ეს არის შედეგი საერთაშორისო ზეწოლის, საზოგადოების რეაქციის შედეგი – დეკანოიძე ზურაბიშვილის განცხადებაზე

ეს არის შედეგი საერთაშორისო ზეწოლის, საზოგადოების რეაქციის შედეგი- ასე ეხმაურება ენმ-ის წევრი, ხატია დეკანოიძე პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას იმის შესახებ, რომ მიშელის დოკუმენტი უალტერნატივოა.

”ეს არის შედეგი საერთაშორისო ზეწოლის, საქართველოს საზოგადოების რეაქციის შედეგი. მაგრამ ალბათ უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ პოლიტიკური კრიზისის აღწერა და შეფასება უფრო მკვეთრი ყოფილიყო იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნების წინ რეალობის ზუსტი აღწერა გვქონდეს.”- ამბობს დეკანოიძე