“ეს არის გასაგები სტრატეგიული ნაბიჯები” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დაადასტურა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები (ЗСУ) ბელგოროდის ოლქში სამხედრო მოქმედებებში არიან ჩართულები.
“ეს არის ჩვენი აბსოლუტურად გასაგები სტრატეგიული ნაბიჯები, სანამ მტერი ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფება. […] სუმის ოლქის საზღვარზე ჯარისკაცების ახალი შეგროვება ვნახეთ. ვხედავთ, რისი გაკეთება სურთ, მათ სურთ, რომ სუმის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს ოლქებზე იერიშები მიიტანონ. აი, რას ვხედავთ ჩვენ. ამის საშუალებას ჩვენ მარტივად არ მივცემთ”. – თქვა ზელენსკიმ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ЗСУ-მ “დემიდოვკასა და პრილესიეს მიმართულებით რუსეთის ტერიტორიაზე ბელგოროდის ოლქის დასავლეთ ნაწილში ერთეულების გარღვევა” სცადა.
ზელენსკიმ განცხადება გააკეთა კურსკის ოლქზეც და აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროები ვითარებას აკონტროლებენ
“უკრაინა კურსკის ოლქში თავის ამოცანას ასრულებს, იქ უკრაინელი სამხედროები იმყოფებიან და გააგრძელებენ იქ ყოფნას, სანამ ეს ოპერაცია ჩვენ გვჭირდება. ჩვენ გავძლიერდით ჩვენი სახელმწიფოს აღმოსავლეთით. […] მას შემდეგ, რაც პუტინა მოყვა, რომ ჩვენი ბიჭები იქ ალყაში არიან მოქცეულები, ჩვენი ბიჭები იქ ადგილზე დგანან, რაც აჩვენებს, რომ ისინი ალყაში არ არიან. პუტინი არ წყვეტს, სად და როდის იარონ მათ”. – თქვა ზელენსკიმ.