“ეს არის ჭორი, წერტილი “- ასე უპასუხა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიის მეოთხე ნომერმა, თეა წულუკიანმა გავრცელებულ ინფორმაციას მისი მომავალი პრემიერობის შესახებ.
“ეს არის ჭორი, წერტილი, როგორც იტყოდა პრემიერმინისტრი ამჟამინდენლი და მომავალი. ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი პრემიერი იყო გახარია, როცა ვასახელებდით პრემიერს და არა კანდიდატს. რა თქმა უნდა, როგორც აქამდე ვიყავი ქართული ოცნებისა და მისი გუნდის რიგითი წევრი და მებრძოლი იმ ღირებულებების, რომლითაც მოვედით ხელისუფლებაში, მე ვრჩები ამის ერთგულად”, – განაცხადა წულუკიანმა.