საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მწვავე ეპიდვითარების შესახებ ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ, ივანიშვილის განკარგულებით, პანდემიის დასაწყისში ხელოვნურად არ შემოიტანეს ვაქცინა ქვეყანაში.
სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლებმა მიზანმიმართულად ხალხის “გენოციდს” აწყობს.
“მე თვითონ ვუშოვე ვაქცინა და ამაზე თქვა მთავრობამ უარი, რამდენიმე სხვა ქვეყანამ შესთავაზა, სანამ ძალით არ შეტენეს ამერიკელებმა, არც იღებდნენ ამ ვაქცინას. ხელოვნურად არ შემოჰქონდათ ვაქცინა, იმიტომ, რომ ივანიშვილს უნდა არჩევნებისთვის ხალხი იყოს სახლში, დაწეროს ნებისმიერი ციფრი და ივანიშვილს უნდა, რომ ვინც ვერ გააგდო კომბოსტოს საკრეფად გერმანიაში, ის უბრალოდ დახოცოს. ეს არის ხალხის გენოციდი და უნდა ითქვას რაზეა აქ საუბარი. ჩვეულებრივად განადგურებენ ხალხო!
ყველა ომში ერთად აღებული საქართველოში არ დაღუპულა და არ დაიღუპება ამდენი ადამიანი, რამდენიც იღუპება ამ დაავადებისგან, რომელიც აბსოლუტურად ხელოვნურად არის გაკეთებით თავისი რუსი ტურისტებით, შეზღუდვების მოხსნით არასწორ დროს. ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებით, როცა საჭირო არ იყო და არ დაწესებით, როდესაც ყველაზე მეტად იყო საჭირო. ეს არ არის უნიათობა და უუნარობა, ეს არის შეგნებული განადგურება და მკვლელობა საკუთარი მოქალაქეების. ასე რომ, ან ამ ყველაფერს ვაჩერებთ, ან საერთოდ რაზეა საუბარი. მე ვიბრძოლებ ამისთვის ბოლომდე”,– ამბობს ყოფილი პრეზიდენტი.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 74 ადამიანი გარდაიცვალა.