ეს არჩევნები იყო ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა ადგილობრივი დემოკრატიისთვის – დევიდ ერაი

“ეს არჩევნები იყო ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა ადგილობრივი დემოკრატიისთვის”- ასე აფასებს, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელმძღვანელობის კონგრესის სადამკვირვებლო მისიის თავმჯდომარე დევიდ ერაი 2 ოქტომბრერს გამართულ თვითმმართველობის არჩევნებს.

“პოლარიზაციას ჰქონდა პარალიზების ეფექტი ადგილობრივ დემოკრატიაზე, რომელიც საერთო ეროვნული პოლიტიკური მდგომარეობის მძევალი გახდა. ამის ფონზე ეს არჩევნები იყო ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა ადგილობრივი დემოკრატიისთვის საქართველოში” – თქვა დევიდ ერაიმ.