“მე ვფიქრობ, იმდენად მტკიცეა შეერთებულ შტატებთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობა, ეს არცერთ შემთხვევაში, თუნდაც განსხვავებული პოზიციები გაგვაჩნდეს, გლობალურ თანამშრომლობას ხელს არ შეუშლის, ეს არ იქნება დიდი ცვლილებების გამომწვევი ურთიერთობაში. საქართველოს მთავარი ღირებულება და ვექტორი უდავოა, რაც კონსტიტუციაშია განმტკიცებული და ქართული ოცნების მხარდაჭერით მოხდა ამის აღიარება და განმტკიცება კონსტიტუციური ნორმის სახით”
აცხადებს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე რუსთავი 2-თან საუბრისას 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაზე.